დამასკოში აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა

დამასკოში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტის დროს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დამასკოში, ტურიზმის სამინისტროს შენობასთან ახლოს, ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელი“, – განუცხადეს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს.

Paris Match-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აფეთქებების დროს, მაკრონი დამასკოს სასტუმროში არ იმყოფებოდა.

მედიის თანახმად, აფეთქებების ხმა ქალაქში მაშინ გაისმა, როცა მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხვდებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ერთი ავტომობილში იყო დამალული, მეორე კი ნაგვის ურნაში. აფეთქებებმა ახლომდებარე შენობებიც დააზიანა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, მაკრონი დამასკოში ორშაბათს საღამოს ჩავიდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო სირიის არაბულ რესპუბლიკაში 2008 წლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები