ირანში აშშ-ის ბოლო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმების შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 78 დაიჭრა,- ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში იყო, შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის 8 და 9 ივლისს ირანის ხუთ პროვინციაზე თავდასხმები დაიწყო. თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 78 დაიჭრა“, – დაწერა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივმა, ჰოსეინ კერმანპურმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები