ერდოღანმა ნატო-ს სამიტის მონაწილე ლიდერებს უჩვეულო საჩუქრები გადასცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში გამართული ნატო-ს 36-ე სამიტის ფარგლებში მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს უჩვეულო საჩუქრები გადასცა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ლიდერს ერდოღანმა პერსონალიზებული, გრავირებული იარაღები გადასცა, რომლებსაც თან ახლდა საბრძოლო ვაზნებიც.
თურქულმა მხარემ სტუმრებს ასევე მიაწოდა ყველა საჭირო ექსპორტის დოკუმენტი, რაც მათ საჩუქრის ქვეყნიდან ლეგალურად გატანის საშუალებას აძლევს.
“გარდიანის“ ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამიტის შემდეგ თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიტანეთის ცეცხლსასროლი იარაღის იმპორტის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის გამო, მას რევოლვერის გაერთიანებულ სამეფოში შეტანა არ შეეძლო.
გამოცემის ცნობით, რევოლვერი ანკარაში, ბრიტანეთის საელჩოში იყო დატოვეული.
მედიის თანახმად, თურქეთის ლიდერის სიმბოლური საჩუქარი ნატო-ს სამიტის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად დეტალად იქცა.