იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს.
„წარმოუდგენელია ასეთი თავდასხმები, ასეთი შინაარსის რეზოლუციების მიღებას რაიმე მიზანი ჰქონდეს გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე სიუჟეტი გააკეთოს და მათთან დაკავშირებულმა პირებმა კომენტარები აკეთონ“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.