ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სააგენტოს დირექტორმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე – „საზღვაო შრომის კონვენცია და მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, მეზღვაურთა კვირეულის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „საზღვაო შრომის კონვენცია (MLC, 2006) და მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ლექციის ფარგლებში, განხილული იყო მეზღვაურთა შრომითი უფლებები, საერთაშორისო საზღვაო შრომის სტანდარტები, MLC, 2006-ის ძირითადი მოთხოვნები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები.

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს, ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფისა და მეზღვაურთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

შეხვედრას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, მურთაზ დევაძე, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები