სალომე ზურაბიშვილი: ვფიქრობ, სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ – არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები

ვფიქრობ, მას კარგად უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ვიცი ეს და ამის გამო შეშფოთებული ვარ, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. ვფიქრობ, მას კარგად უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა მას „სტატუს-კვოს შენარჩუნება“, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „სამართლებრივი მოსაზრებები“ არსებობს და აღნიშნა, რომ „ახსნებში შესვლისგან“ თავს იკავებს.

„ყოველთვის თავს ვიკავებ განმარტებებში შესვლისგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციის უფლება სხვა ქვეყნების პრეზიდენტების ანალოგიური და თანაბარია და ისინი კი არ განმარტავენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები