ალექსანდრე რაქვიაშვილი – პრემიერის ვიზიტზე: სამიტში რომ მიიღო მონაწილეობა, დადებითია
ოპოზიციის ნაწილი სამიტში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას დადებითად აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ თუ მონაწილე ქვეყნები ნამდვილად უჭერენ მხარს საქართველოს, ეს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებით გამოჩნდება.
“როგორც ჩანს, იქ არაფერი ცუდი არ მოხდა და პრემიერის გამოსვლების დროს, რაიმე ცუდი რომ არ ხდება, ეს უკვე კარგია. ის, რომ ამ სამიტში მონაწილეობა მიიღო ესეც დადებითია, ხოლო ცუდია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არც გადაეხვია, არც საერთო ფოტო გვაქვს. როგორც ჩანს, არც მას ჰქონდა სურვილი და არც უკრაინის პრეზიდენტს. დანარჩენი, ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში მართლა რაზე ილაპარაკეს, თუ სიმართლეა, რომ ყველა ქვეყანა, ვინც იქ წარმოდგენილი იყო მხარს გვიჭერს, ეს კარგია და საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან ეს გამოჩნდება”, – განაცხადა “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.