ნინო წილოსანი: პირველი პრიორიტეტი არის ბაზრების დივერსიფიცირება – დავიწყეთ იმით, რომ მაქსიმალურად მოვშორებულიყავით რუსეთის ბაზარს და ჩვენი ფერმერები გადაგვერთო ევროკავშირის ბაზარზე

ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ბაზრების დივერსიფიცირება. დავიწყეთ იმით, რომ მაქსიმალურად მოვშორებულიყავით იმ სტანდარტულ და ტრადიციულ ბაზარს, როგორიც არის რუსეთის ბაზარი და მაქსიმალურად ჩვენი ფერმერები და პროდუქცია გადაგვერთო ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძირითადად მცენარეების მიმართულებით გაიხსნა ბაზრები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ჯერჯერობით ევროკავშირში დაშვება არ გვაქვს. ამისთვის უამრავი რეფორმა და მილიარდამდე თანხებია დასახარჯი.

500 მილიონი ბაზარი, რომელიც არის ევროკავშირი ჩვენთვის, ძალიან საინტერესოა. იზრდება და ევროკავშირი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და მან გადაუსწრო თურქეთსაც და რუსეთსაც. ასევე, ბაზრის დივერსიფიცირებისთვის 96 ქვეყანაში გადის ჩვენი აგროპროდუქტები. ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია არის ღვინო, თხილი და კაკლოვანი კულტურები, მინერალური წყლები“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები