ნინო წილოსანი: არანაირად არ უნდა აწყობდეს ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელში, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ეს მათთვის ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ნადგურდებიან

ძალიან რაციონალურად რომ ვიმსჯელოთ, არანაირად არ უნდა აწყობდეს ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელში, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – ეს ნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი გამარჯვება და წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს მათთვის ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ნადგურდებიან სრულიად ოპოზიციურ ველზე. ასევე ყველამ კარგად იცის, რომ ემოციურად ქართველებს ძალიან მძიმე დამოკიდებულება გვაქვს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ და პრორუსულობა ნიშნავს ყველაზე მაღალი კატეგორიის სალანძღავ სიტყვას. ამიტომ ამ ემოციის გამოსაწვევად ისინი იყენებენ ყოველ მეორე სიტყვად. თუმცა ოდნავ რაციონალურ აზროვნებას თუ მოიხმობ, ყველაფერი, რაც ევროპასა და ევროპასთან დაახლოების ყველა პროცესს ეხება, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები