ანრი ოხანაშვილი: ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ

პარლამენტმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულებულიყო და ჩვენ ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ამ 12 პუნქტის გადმოცემისთანავე, საქართველოს პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფები. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ერთად გვემუშავა, რადგან საქმე ეხება ქვეყანასა და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. აქედან გამომდინარე, ყველას შევთავაზეთ მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ამ ადამიანებმა საბოტაჟი გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებში მუშაობასა და 12 პუნქტის შესრულებას. ამის მიუხედავად, ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, ვთქვით, რომ შევასრულებდით ყველა პუნქტს. დღეს ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი – საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები