საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით თემატური მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თემატურმა მომხსენებელმა, მარიამ ლაშხმა სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე“ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მარაქეშისა და პეკინის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები, თემატური მოხსენების ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები განიხილეს.

„საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა ლევან ნანობაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი ასევე, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დოჭვირი და საავტორო და მომიჯნავე უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საავტორო უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ამ ეტაპზე დაგეგმილია თემატური მოხსენების სამოქმედო გეგმაში ასახვა, რასაც შემდგომ კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

თემატური მოხსენება ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ტექნიკური დახმარებით მომზადდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები