გივი მიქანაძე: სამწუხაროა, მაგრამ როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება რადიკალური ოპოზიციის ნარატივში

ძალიან რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რა აზრი ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის ამ განცხადების გაკეთების დროს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – უკრაინის პირველი პირების მხრიდან კეთდება არაერთი უსაფუძვლო და უსამართლო განცხადება, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმ დროს, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ოფიციალური ყველაფერს აკეთებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, რაც იმ 500-მდე საერთაშორისო რეზოლუციაში გამოიხატება, რომლებსაც საქართველომ არა მხოლოდ დაუჭირა მხარი, არამედ მათ ინიციატორიც იყო.

„სამწუხაროა, მაგრამ ამის საპასუხოდ, როდესაც საქართველო თავის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხსა და უკრაინას ამ ურთულეს პერიოდში მხარი დაუჭიროს, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სხვა მაღალჩინოსნებისგან გვესმის განცხადებები, რომლებიც ჯდება იმ ნარატივში, რასაც საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ცდილობს რომ გააღვივოს. თუმცა, ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანი დავით არახამია მფარველი და დაკავშირებული პირი არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დღესაც ვიცით, რომ ქართლი მართლმსაჯულების ძებნილი არაერთი პირი, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი დღეს უკრაინაში იკავებს მაღალ პოზიციებს“, – განაცხადა მიქანაძემ “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები