ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებთან ერთად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სამიტის პლენარული სესია გახსნა მოლდოვის პრეზიდენტმა – მაია სანდუმ. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გახსნის ღონისძიების შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები