“ეს ახალშექმნილი პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს, უფრო მეტი კათოლიკე გამოჩნდეს, ვიდრე რომის პაპი” – გია ვოლსკი გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივას პასუხობს. მისი თქმით, არ ახსენდება რომელიმე მთავრობა და მისი წევრები, რომლებიც ისე ხშირად დადიოდნენ პარლამენტში, როგორც დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“მე არ მგონია, რამე პრეცედენტია არსებობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ მინისტრები, პრემიერმინისტრი, ნებისმიერი თანამდებობის პირი ასე ხშირად, ასე ინტენსიურად დადიოდეს პარლამენტში, მით უმეტეს, იმ შეკითხვებზე საპასუხოდ, რომელიც ხშირ შემთხვევაში კონიუნქტურული პოლიტიკური გარემოებებით არის განპირობებული. მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალშექმნილი ეს პოლიტიკური გაერთიანება ცდილობს უფრო მეტი კათოლიკე გამოჩნდეს, ვიდრე რომის პაპი და ეჯიბრება სხვა ოპოზიციონერებს რომელი უფრო დესტრუქციული იქნება ამ შემთხვევაში, იმის მაგივრად რომ გაემიჯნონ რაღაც ძალიან დიდ ტრაგიკულ ეპიზოდებს იმ ისტორიიდან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მმართველობას ახასიათებს,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობიდან” წასული დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში ახალ ინიციატივას არეგისტრირებენ.
პროექტის თანახმად, თუ მთავრობის წევრები რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დაარღვევენ, ისინი დასანქცირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები