პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა კონცერტი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ: იანო ალიბეგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „სუხიშვილები“, „The Georgian Six“, კონსტანტინე ყიფიანი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, სოფო ხალვაში, სალიო, თიკა ბალანჩინი, მარიამ ალექსიძის საბალეტო დასი.
წელს 26 მაისის თემაა – „თავისუფლების სიყვარულით”. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებითა და აქტივობით აღინიშნა.