„სირთულე თექით ცოცხალი თვალების გამოსახვაა“ – სიყვარულით დაწყებული საქმე, რომელიც ჰობად იქცა

დაიბადა საჩხერის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში.
ამბობს, რომ თექაზე მუშაობა 5 წლის წინ დაიწყო და ამის შემდეგ ეს საქმიანობა გახდა მისი ჰობი. გამორჩეულია თექით
შესრულებული პორტრეტები, რომლებშიც ზუსტად არის ხასიათი გადმოცემული. – ნინო გაფრინდაშვილის პერსონა.

–  ბავშვობა… ხატვა ალბათ გიყვარდათ მაშინაც…
– ხატვა მიყვარდა, მაგრამ არასდროს მივყოლილვარ პროფესიონალურად. პირველი ნამუშევარი უბრალო სატესტო იყო, რომელსაც ახლაც ვინახავ.
გამორჩეულია რელიგიურ თემაზე შესრულებული ნამუშევრები… როგორ შეიქმნა პატრიარქის პორტრეტები?
– პატრიარქი ჩემი შვილის ნათლიაა და მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
– წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი, იესო, მამა გაბრიელი… ალბათ დიდი სულიერი მუხტია საჭირო, რომ ასეთ სიწმინდეებს შეეხო…
– მიყვარს რელიგიურ თემატიკაზე მუშაობა, ძალიან მამშვიდებს და უამრავი ემოციით მავსებს.
– პორტრეტები…რა  სირთულეა მათზე მუშაობისას?
– სირთულე თექით ცოცხალი თვალების გამოსახვაა, მაგრამ დროთა განმავლობაში და პორტრეტზე მუშაობისას ხვდები ამოცანის ამოხსნის საიდუმლოს.
ვაჟა-ფშაველა… როგორ შეიქმნა?
– სახის და პორტრეტის შექმნისას ყველაზე სახიერი:თმა, წვერი და სამოსია, თექა მათ საოცრად გამოხატავს,  ამ ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ვაჟას პერსონაჟი საოცრად საინტერესოა.
– გაქვთ გვერდი – „თექის ნახატები“, სადაც თექით შესრულებული მოდური  ჩანთებიც  ქვეყნდება…
– თექით შეიძლება გაფორმდეს როგორც ჩანთები, ისე მაისურები. ეს საკმაოდ აქტიური პროცესია.
– ხვიჩა კვარაცხელიას პორტრეტი, ალბათ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
– ვფიქრობ, ამ პორტრეტმა ჯერ ვერ მოახერხა საჭირო აუდიტორიის გაცნობა.
–   ცნობილი მხატვრების ნახატები თექაზე გადაგაქვთ. თავად რომელ მხატვარს გამოარჩევდით?
– ლადო თევდორაძეს, საოცრად საინტერესო შემოქმედებით.
– ჰობი…
– თექა…
– გყავთ სამი შვილი. როგორ გეხმარებათ ოჯახი და გვერდში გიდგათ მუშაობის დროს?
– ოჯახი საკმაოდ ჩართულია კორექტივების და ნამუშევარში ცვლილებების შეტანის პროცესში, ყველას თვალი ახალ ხარვეზს ხედავს და ასე ხდება ნამუშევარი უკეთესი.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
–  მზად ვარ, განვიხილო შემოთავაზებები.

                                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები