“ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია” – მამუკა მდინარაძე

„ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას, რაც არ გამოუვათ“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, რომელიც 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში დეკორაციის სახით მხოლოდ საქართველოს დროში გამოყენებას ეხებოდა.

„ორი დღის განმავლობაში ცდილობენ დაალაგონ ყველაზე მარტივი, მდაბიო პიარკამპანია ევროკავშირის დროშასთან და დეკორაციასთან დაკავშირებით. შარშან ასეთი დროშა იყო, იმიტომ რომ შარშანდელი კამპანიის სლოგანი იყო „ევროპისკენ“, წელს არის თავისუფლების თემატიკა. სხვა წლებში იყო სხვა თემატიკა, რუსთაველის თემატიკა, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები იყო გამოსახული და ასე იცვლება სულ დეკორაციები. ამაზე უნდა ააგონ მათ კამპანია, როცა ერთი კვირის წინ ევროპის დღეები გაიმართა თბილისში და ერთი ადამიანი არ მოგვეკარა იმ ხალხისგან, ვინც ახლა ასე აღშფოთდა.

მოსახლეობა და ხელისუფლება ერთად აღნიშნავდა ევროპის დღეებს და ოპოზიციიდან, ამ რადიკალებისგან და მავნებლებისგან არავინ მოგვეკარა და ახლა რაღაც კამპანია ააგეს. ახლა დავალებები ჩაშალეს რეგიონებში, რომ მარტივი მანიპულაციებით გადაფარონ რამენაირად დამოუკიდებლობის დღე. ასე რატომ აღიზიანებთ საქართველოს დროშა, საქართველოს დამოუკიდებლობა, ეროვნულობაზე ლაპარაკი, ვერ წარმომიდგენია. ყოველ ჯერზე ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას, რაც არ გამოუვათ“, – აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები