თუ ოპოზიცია უარს იტყვის იუსტიციის საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია საბოტაჟი – ირაკლი კობახიძე
“თუ ოპოზიცია უარს იტყვის იუსტიციის საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია საბოტაჟი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დარჩენილია 4 კანდიდატი, საიდანაც ოპოზიციას ვთავაზობთ, წარმოადგინოს მათთვის მისაღები კანდიდატები და მარტივად ისაუბრონ იმაზე, თუ რომელი კანდიდატი აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არიან წარმოდგენილი კვალიფიციური კანდიდატები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას აქვს არჩევანი. თუ ისინი იტყვიან უარს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათი თვითმიზანია საბოტაჟი“, – ამბობს კობახიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად, მესამე ტური გაიმართება. მანამდე კი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონსულტაციას სთავაზობს. მესამე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა.