“რუსეთის ფოსტა” საქართველოში, სავარაუდოდ, ამანათების პირდაპირ გაგზავნას დაიწყებს
“რუსეთის ფოსტა” საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტის” კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, “რამდენიმე ავიაკომპანიიდან სტაბილური რეისების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ საქართველოში ფოსტის პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამჟამად, რუსეთიდან საქართველოში ამანათები მესამე ქვეყნების გავლის მიდის.