„საქართველო ლამაზია, მე შენ მიყვარხარ“ – ისლანდიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ქართულად მიმართა
ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა რეიკიავიკის სამიტის გახსნაზე ჟურნალისტებს ქართულად მიმართა.
„საქართველო ლამაზია. მე შენ მიყვარხარ“ – ეს სიტყვები წარმოთქვა იოჰანესონმა და აღნიშნა, რომ ისლანდიელები საქართველოს გულშემატკივრობენ.
„პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ისლანდიის პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ, ეს მისი კომპეტენციაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ისლანდიელები ვგულშემატკივრობთ საქართველოს, გვიყვარს ქართული ღვინო, კულტურა და ენა. თან ვატარებ მოგონებებს ჩემს კარგ მეგობარზე გრიგოლ მაჭავარიანზე რომელიც რეიკიავიკში ცხოვრობდა და იყო საუკეთესო ადამიანი. მაჭავარიანი შეიძლება წარმოვადგინოთ იმ მეგობრობის სადემონსტრაციოდ, რომელიც საქართველოსა და ისლანდიას შორს არსებობს“, – განაცხადა იოჰანესონმა.
შეგახსენებთ, რომ რეიკიავიკში დღეს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.