ანჯეი დუდა: ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი კანდიდატებისთვის, საქართველო მათ შორის ერთ-ერთია

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია.

„მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რეიკიავიკში დღეს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები