ბაია კვიციანი მოსწავლეებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბაია კვიციანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ბაია კვიციანმა მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. დეპუტატმა მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პოლიტიკაში ქალების ჩართულობის აუცილებლობასა და ქალების ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე, გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობაზე, გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის ფორმებზე.
გენდერული თანასწორობის თაობაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.