შვედეთში ზურა რთველიაშვილის სპექტაკლის “პასპორტის” პრემიერა შედგება

9 სექტემბერს საკულტო შვედურ თეატრში “Giljotin” ზურა რთველიაშვილის სპექტაკლის პრემიერა შედგება. ზურა რთველიაშვილის და ეკატერინე სისფონტეს ერთობლივი დადგმის სახელწოდებაა “პასპორტი”. დამდგმელი რეჟისორია ცნობილი ბულგარელი არტისტი და რეჟისორი ტანა მანევა.
ეს არის პერფორმანსი-მანიფესტო, რომელიც აგებულია მულტილინგვისტურ კონსტრუქციაზე, სადაც არტისტები პარავერბალური ციტატებით ქმნიან სიტყვიერების ველიდან გასვლის ორიგინალურ გეგმას. პირობითი ღერძი, რომლის გარშემოც ხდება მოქმედება გასული საუკუნის ავანგარდული პოეზიაა. დადგმაში გამოყენებულია არტისტების მიერ შექმნილი ხმოვანი და ვიზუალური პოეზიის ნიმუშები. მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ორ ცნობილ მუსიკოსს რიკარდ ბორგორდს და მუჰამედ სარიფის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები