როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში – ელჩი უსაფრთხოების წესებს ავრცელებს

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში უსაფრთხოების წესებს კიდევ ერთხელ შეახსენებს.

ელჩი მოუწოდებს მოქალაქეებს თვალყური ადევნონ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

„ისრაელში მყოფ თანამემამულეებს შეგახსენებთ უსაფრთხოების წესებს განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში:

შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.

თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – წერს ლაშა ჟვანია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები