ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს
ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ნახევარფინალში კორეელი ჯონჰვან ლი იპონით დაამარცხა.
ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება.
ფინალური ბლოკი 19 საათზე დაიწყება.