ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ კონცერტი „ევროპისთვის“ მიმდინარეობს
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი „ევროპისთვის“ მიმდინარეობს.
ღონისძიება პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.