“არ ვუპასუხებ “მასტერას”, არც უწმაწურ კაფიებს ვცნობ – ლევან ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში რეპერი “მასტერას” სიმღერას ეხმაურება, რომელიც მას შეეხება.

“ვიღაცამ ჩემი სახელით უპასუხა მასტერას. ეს მე არ ვყოფილვარ. მე არ ვუპასუხებ მასტერასა და მის გულშემატკივრებს, რადგან ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ, ამ ტიპის შემოქმედებას კი არ ვაღიარებ. და არც უწმაწურ კაფიებს ვცნობ”, – წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, რეპერი “მასტერა” ლევან ბერძენიშვილს მეფე ერეკლეს მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, სიმღერის სახით აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები