ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას გიორგობას და „აჭარის რევოლუციის“ დღეს ულოცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას გიორგობას და „აჭარის რევოლუციის“ დღეს ულოცავს.

„საეკლესიო, მართლმადიდებლურ დღესასწაულებს შორის, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უსაყვარლესი დღეა გიორგობა. სრულიად საქართველოს გილოცავთ – განსაკუთრებით ჩემთვის უძვირფასეს გიორგებს, ჩემს ემიგრანტ ძმასა და ჩემს უფროს ვაჟს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 6 მაისი არის თარიღი, როცა დასრულდა „აჭარის რევოლუცია“. რუსეთუმე, პუტინისტმა ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველოს ტერიტორია და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ – იგორ ივანოვს მოსკოვში გაჰყვა.

ქართველ ხალხთან ერთად, ამ გამარჯვების ავტორი, შემოქმედი, ახალი ბათუმის სულისჩამდგმელი და არქიტექტორი, პრეზიდენტი სააკაშვილი კი, დღეს რუსული ხელისუფლების პირობებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია … განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს მიხეილ სააკაშვილს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი დღეს ბათუმში, ჩოლოქის ხიდზე ადგილობრივი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად და ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, გამოფენას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები