„მსოფლიო რბენაზე“ რეგისტრაცია 6 მაისის 14 საათამდე გაგრძელდება
7 მაისს 15 საათზე კახეთში (ლოპოტას ტბის გადასახვევთან) სტარტს აიღებს ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო გარბენი – Wings for Life World Run.
ღონისძიების გენერალური პარტნიორია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ორგანიზატორი – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.
რბენაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება შეუძლია ყველა სრულწლოვან მსურველს. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. შემოსული თანხა გადაირიცხება Wings for Life -ის ფონდში ზურგის ტვინის განკურნების მეთოდების შესამუშავებლად. ვებგვერდზე – www.wingsforlifeworldrun.com რეგისტრაცია 6 მაისის 14:00 საათამდე გაგრძელდება, რბენის სოფელში რეგისტრაცია კი 7 მაისს 11:00-იდან 13:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა ადამიანმა. შემოსული თანხის ოდენობამ 38,3 მილიონ ევროს მიაღწია.
აქამდე „მსოფლიო რბენის“ მონაწილე იყო 33 000-ზე მეტი ქართველი მორბენალი.