6 მაისს კონსერვატორიაში სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება
6 მაისს, 19:00 საათზე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის საღამოს.
ეროვნული სასახლის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: დირიჟორი – ილია ინაიშვილი სოლისტები: თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო გიორგი თათულაშვილი – საყვირი. პროგრამა: დ.შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი N1 (დო მინორი) ბ.ბრიტენი – “უბრალო სიმფონია” ი.ჰაიდნი – სიმფონია N104 ( რე მაჟორი), – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.