დავით ნარმანიამ ბაკურიანის ბანაკში ბავშვებს მარიამობა მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ბაკურიანში არსებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვია და იქ დამსვენებელ მოზარდებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
დავით ნარმანია, ბავშვების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მარიამობის დღესასწაულისადმი გამართულ კონცერტს დაესწრო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა და მოზარდთა დასვენება-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში ამჟამად 300 მოზარდი ისვენებს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამით მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ეტაპობრივად სულ 3 000 ბავშვი სარგებლობს.
შერჩევისას პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ენიჭებათ. დავით ნარმანიას თქმით: აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას თბილისის ბიუჯეტი აფინანსებს, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ბორჯომში, ბაკურიანსა და სხვადასხვა კურორტზე ისვენებენ.
ეს მნიშვნელოვანი შეღავათია იმ ოჯხებისთვის, ვინც ვერ ახერხებს ზაფხულის განმავლობაში ქალაქიდან ბავშვების დასასვენებლად გაყვანას. ბანაკებში ბავშვები სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობენ და ყველა იმ სერვისს იღებენ, რაც ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ. პროგრამა გრძელდება და თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ ამ პროექტით ისარგებლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები