ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა
პარლამენტმა მესამე მოსმენით 77 ხმით მიიღო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილება.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება 8 ახალი ნივთიერება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი. ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.