ნიქოზი ანიმაციურ ფესტივალს უმასპინძლებს

1-დან 6 სექტემბრის ჩათვლით სოფელ ნიქოზში, რომელიც ცხინვალიდან 1 კილომეტრში მდებარეობს, ანიმაციური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფეტივალი „ნიქოზი“ გაიმართება. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაიაა და ფილმების ჩვენებები ეპისკოპოსის სასახლეში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები და ჩატარდება მასტერკლასები ანიმაციასა და ანიმაციური ფილმების ხმის რეჟისურაში. ფესტივალის მონაწილეები არიან: გერმანელი რეჟისორი და მხატვარი რაიმონდ კრუმერი (ფილმების ჩვენების გარდა, მოეწყობა მისი ნახატების გამოფენა), გერმანიის ანიმაციური ფილმების ინსტიტუტის მკვლევარი ნადია რადემახერი, ანესის ანიმაციური ფილმების ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი მარსელ ჟანი, რომელიც ანესის ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს წარმოადგენს. მეთოჯინე საფრანგეთიდან მონიკ შეიგამი საკუთარი სპექტაკლით, იტალიელი ხმის რეჟისორი და კოპოზიტორი ანდრეა მარტინიონი, რომელიც სამდღიან მასტერკლასს ჩაატარებს ანიმაციური ფილმის ხმის რეჟისურაში. ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი რონ დაიმონდი, ამერიკელი პროფესორი, ანიმატორი კელ ლესლი, რომელიც ასევე მასტერკლასს შემოგვთავაზებს, იაპონელი პროდიუსერი საშიკო კონდო. რუსეთიდან რეჟისორები მიხაილ ალდაშინი, სერგეი სერიოგინი, ნატალია არლოვა, თენგიზ სემიონოვი, ანა შეპილოვა. ფესტივალის უცხოური პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ნიქოზის მეგობარი ფესტივალების – დრეზდენის, ვარნას და სუზდალის გამარჯვებული ფილმები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, სოფელ ნიქოზში გაიამართება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის საღამო, იმღერებს გორის ქალთა ვოკალური გუნდი, ნაჩვენები იქნება ჩრდილების თეატრის სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო“ და გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის საღამო თამარ ჟვანიას მონაწილეობით. სტუმრები გაეცნობიან ქართული არქიტექტურის და ხელოვნების ნიმუშებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები