უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები მოინახულა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ ის სამხედროები მოინახულა, რომლებიც თავდაცვას ბახმუტის მიმართულებით ახორციელებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებასა და მტრის შეკავებას აღმოსავლეთში. მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით საბრძოლო დავალებებს ასრულებენ. მეთაურებთან ერთად მივიღეთ არაერთი აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფისა და მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებისკენ. ჩვენს რეზერვს მომზადების შესაძლებლობას ვაძლევთ და ვემზადებით შემდგომი ქმედებებისთვის“, – განაცხადა სირსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები