აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესული უცხოელებისთვის უქმდება კორონავირუსისგან სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა.
გადაწყვეტილება ძალაში 12 მაისიდან შედის, როდესაც 2020 წელს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი უქმდება.
გარდა ამისა, აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნის გაუქმების პროცესს დაიწყებს.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „2021 წლის იანვრიდან COVID-19-ით სიკვდილიანობა 95%-ით შემცირდა, ჰოსპიტალიზაცია კი, თითქმის 91%-ით. გლობალურად, COVID-19 სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა პანდემიის დაწყებიდან”.
თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ „ნაციონალურმა ძალისხმევამ ამერიკელების რეკორდული რაოდენობის ვაქცინაცია გამოიწვია, დაახლოებით, 270-მა მილიონმა ადამიანმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო”.