მაკა რაზმაძე დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკს“ უწოდებს
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში დეკანოზ ილია ჭიღლაძის სტატუსს ეხმაურება, სადაც ის 1992 წლის იანვარში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ „გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) მოათრევს ტყვედ აყვანილ ირინე ტალიაშვილს, ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლს“.
ჟურნალისტი გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში „უცნობი“ საქართველოში არ იმყოფებოდა, ფოტოზე აღნიშნული ბიჭი კი გვარდიელია.
