ბათუმში მწნილისა და მურაბის ფესტივალი გაიმართება

   1-2 სექტემბერს, ბათუმი „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება 6 მაისის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან გაიმართება. ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება. რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და განვითარების მიზნით, ღონისძიება „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მხარდაჭერითა და ხელშეწყობით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები