ია მეტრეველი: ჩვენ ახლა კეთილგონიერება გვჭირდება, რომ რაც უნდათ – გაგვიკეთონ, ის ვერ შეძლონ; ეს არის ომი, უბედურება
“სამწუხაროდ, ვერ ვეღირსეთ მშვიდობას და დღესაც ეგ მომენტი დაგვიდგა, ძალიან რთული ვითარებაა, მსოფლიოში მიმდინარეობს რთული პროცესები”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა აქციაზე – “მოვდივარ” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენ ახლა კეთილგონიერება გვჭირდება, რომ როგორღაც გადავლახოთ ეს პერიოდი და რაც უნდათ, რომ გაგვიკეთონ, ის ვერ შეძლონ. ეს არის ომი, ეს არის უბედურება, რაც ნებავთ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ დაუშვებს გონიერი ქართველი ერი. ჩვენ გვინდა მშვიდობა”, – განაცხადა ია მეტრეველმა