ვატო შაქარიშვილი: ჩვენ სხვა ტიპის დასავლურ სამყაროს ვიცნობთ, რომელთანაც  გვაქვს ძალიან ბუნებრივი და ორგანული კავშირი

“ჩვენ სხვა ტიპის დასავლურ სამყაროს ვიცნობთ, რომელთანაც  გვაქვს ძალიან ბუნებრივი და ორგანული კავშირი. დღეს ჩვენ თვალწინ ახალი რეალობა დგება. მსოფლიო გეოპოლიტიკური მდგომარეობა მაქვს მხედველობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის,  რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ამ ახალ მსოფლიო წესრიგში”, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა აქციაზე „მოვდივარ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ,  რა არის ამ ახალ წესრიგში უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია –  რომელიმე სამხედრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, არარეალური მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრელობა. რომელიც შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში უსაფრთხოების განმტკიცებასა და ქვეყნის გაერთიანებაში. არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ – მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები