რესპუბლიკის მოედანზე აქცია „მოვდივარ“ დაიწყო
პირველი რესპუბლიკის მოედანზე უცნობისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია – „მოვდივარ“ დაიწყო, რომლის მთავარი სლოგანია „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა. ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ.