ზურა ხაჩიძე: აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ
“ამ აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ – ჩვენ მშვიდობა და ევროპული ღირებულებები გვინდა, ოღონდ გვინდა თანასწორუფლებიანი მეგობრობა ევროპასთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც“, – ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის და მომავლისთვის ერთიანობა მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად ცუდი ამინდისა, ხალხი მოდის. ისინი საქართველოს გაერთიანების და საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკის სულისკვეთებას უერთდებიან. ამ აქციით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოუკიდებელი, ურყევი ნება, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ჩვენ მშვიდობა და ევროპული ღირებულებები გვინდა, ოღონდ გვინდა თანასწორუფლებიანი მეგობრობა ევროპასთანაც და დანარჩენ მსოფლიოსთანაც. ჩვენ ჩვენი მშვიდობით გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და გვინდა, რომ პოლიტიკოსებს ხალხის ხმა ესმოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის გაერთიანება იმიტომ, რომ საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელობის საფრთხე არ დადგეს, ამ ადამიანებმა ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის უნდა დაიცვან. ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისე, როგორც არასდროს ერთიანები ვიყოთ, ჩვენი თავისუფლება დავიცვათ და ჩვენი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა დავიცვათ და წავიდეთ წინ და განვითარდეთ“, – განაცხადა ხაჩიძემ.
ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).