მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის შეძენას სთხოვენ.

აქციას რამდენიმე წუთის წინ, შეძახილებით, „წამალი ბავშვებს“, სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან მისვლას გეგმავენ, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სიტყვით გამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები