პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა – “ჭრილობა ზედაპირული იყო”

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, კონსტანტინე ცომაიამ საქალაქო სასამართლოში მიყვანის დროს ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც საჭირო გახდა მისი „ვივამედის“ კლინიკაში გადაყვანა.

ინფორმაციას „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს.

მისი თქმით, დაზიანება ზედაპირული იყო და დამუშავების შემდეგ პატიმარი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ეს პატიმარი სასამართლო პროცესზე მიყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან და შემდეგ, როდესაც აქ მოხდა ჭრილობის დამუშავება, ისევ საბადრაგო სამსახურის მიერ იქნა დაბრუნებული გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა არ იყო. თვითდაზიანება მიიყენა პაციენტმა ყელის არეში.
აქ იყო ზედაპირული ჭრილობა, სხვა მძიმე დაზიანება არ აღენიშნება. ამ დაზიანებით მას ნამდვილად არ ემუქრება არანაირი საფრთხე. არ იყო მძიმე სახის დაზიანება, იყო ზედაპირული ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა“, – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები