ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონელ ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიებისთვის ინფოტურს მართავს,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურის ფარგლებში საქართველოს 12 პოლონელი ტუროპერატორი ეწვია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსა და საქართველოს საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს B2B ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფოტურის მონაწილეები თბილისის, კახეთის სასტუმროებსა და საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გაეცნობიან.

პოლონელი ტუროპერატორები მცხეთას, წინანდალს, თელავს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვევიან.

ინფოტური პოლონეთიდან თურქეთის ავიახაზებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები