პრეზიდენტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მინისტრისაგან მოისმინა ინფორმაცია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობისა და სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ.