ხვალ გამოფენა “ბათუმის ეზოს ამბები” გაიხსნება
“ბათუმის ეზოს ამბები” – თანამედროვე კონცეპტუალური კულტურული პროექტი ბათუმში წელს მესამედ გაიხსნება. ზღვისპირა ქალაქის ქუთაისისა და საიათნოვას ქუჩებში პოლონელმა, უკრაინელმა და ორმა იაპონელმა მხატვარმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, ამ ორი ქუჩის ისტორიებზე, ტრადიციებსა და არქიტექტურაზე ხელოვნების ნიმუშები შექმნეს.
პროექტში 12 მხატვარი მონაწილეობს. ექსპოზიცია, რომლის შემადგენელი ნაწილი ქუჩა, შენობა ან უბრალოდ იქ მცხოვრები ბათუმელების ისტორიებია, ღია ცის ქვეშ, საიათნოვას ქუჩაზე გამოიფინება. გამოფენა, რომელიც სრულიად ცვლის ეზოების იერსახეს და მისი მობინადრეების აქამდე უცნობ ისტორიებს ასახავს, ტრადიციულია და ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.