სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო დღესაც ვერ შედგა.

კენჭისყრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრი დეპუტატები რეგისტრაციას არ გაივლიდნენ.

შესაბამისად, რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი პარლამენტის 76 წევრის დასწრება იყო საჭირო.

ამასთან, გუშინ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები