“კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოს, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ექნება” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით,

კორონავირუსის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება.

„სავარაუდოდ, არამარტო საქართველოს, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შემოდგომისთვის ბივალენტური ვაქცინა უნდა ჰქონდეს, რომელიც ისევე, როგორც
გრიპის ვაქცინა, რისკის ჯგუფებისთვის წელიწადში ერთხელ ვაქცინირებისთვის იქნება შეთავაზებული. ამ პირობებში ჯანმო ამას ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევს. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არის, მაგრამ – ძალიან მცირე რაოდენობით. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს, ბოლო კვირების განმავლობაში 2-დან 5%-მდეა დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსის ხვედრითი წილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი 2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება იქნება, სადაც დადგება საკითხი, რომელი ვაქცინა უნდა შეარჩიოს ქვეყანამ გრიპთან ერთად რისკის ჯგუფებისთვის. იქ, ალბათ, აუცილებელი ბივალენტური ვაქცინის გათვალისწინება იქნება. ბივალენტური ვაქცინის ერთი კომპონენტი არის ორიგინალი, უჰანის ვირუსის საწინააღმდეგოდ, მეორე კი “ომიკრონის” საწინააღმდეგო კომპონენტია”,
– განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები