რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის” მიზანია, რამენაირად ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანია ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი.
„რადიკალური ოპოზიცია, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით, არაფერს აკეთებს. ჩვენი მხრიდან გუშინ იყო სოლიდარობის აქტი, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა ნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი მიზანი აქვს, რამენაირად ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი. ისინი აწყობენ შოუს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.