გიული ალასანია – სააკაშვილზე: გუშინ პირდაპირ დამანახა – ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა
ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“ განუცხადა.
„სიცხე და მაღალი წნევა ისევ აქვს. გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს. გუშინ პირდაპირ დამანახა – ადამიანს თმა აღარ აქვს, აბსოლუტურად გასცვივდა. ვითხოვთ, რომ ამ იურიდიული საქმეების განხილვა დროებით გადაიდოს და შესაძლებლობა მიეცეს მას, რათა თავისი ჯანმრთელობა აღიდგინოს.
დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა სტრასბურგიდან. მე ეს მოლოდინი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება და რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.